ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მამა გიორგი მამალაძის წინასწარი პატიმრობის საკითხს განიხილავენ

ბრალდებულ მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შესახებ, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებენ. მთავარმა პროკურატურამ სასამართლოს მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომის ვადის გაგრძელების შუამდგომლობით მიმართა.
მისი ადვოკატის თქმით, გამოძიების სტადიაზე შუამდგომლობა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იქნას მისი დაყენების მომენტიდან არაუგვიანეს 3 დღისა. მისი ინფორმაციით, შუამდგომლობასთან ერთად უნდა მოხდეს წინასწარი პატიმრობის საკითხის განხილვაც.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მამა გიორგი მამალაძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 აპრილამდე გაიმართება.

შეგახსენებთ, მამა გიორგი აეროპორტში დააკავეს. მას ბრალად მკვლელობის მომზადება ედება.

იტვირთბა....