ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარედ უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს

თბილისის მერია უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას განაგრძობს. დღეს დილიდან, მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მოვაჭრეები მერიის ზედამხედველობის სამსახურმა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება აღარ მიეცემოდათ, შესაბამისად დღეს მოვაჭრეები ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

იტვირთბა....