ახალი ამბები მთავარი სამართალი

მდინარე ტეხურასთან 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს

მდინარე ტეხურასთან 8 წლის ბავშვის ცხედარი იპოვეს. ბავშვი დაახლოებით, თვენახევრის წინ დაიკარგა და მას ამ დრომდე ეძებდნენ.

ადგილზე ექსპერტები მუშაობენ. ცხედარს ცოტა ხანში პროზექტურაში გადაასვენებენ.

როგორც ტელეკომპანია “რუსთავი 2” წერს, შემთხვევის ადგილი სამართალდამცავებს ბრალდებულმა უჩვენა. ის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, დაახლოებით, თვენახევრის წინ როგორ გადაადგილდებოდა ბავშვთან ერთდ მდინარე ტეხურას მიმართულებით.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

იტვირთბა....