ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვთა სამყაროს” ხანძრით დაზარალებულები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ

სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროს” ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები 3000-ლარიან კომპენსაციაზე უარს ამბობენ. ისინი დღეს მორიგი აქციის გამართვას გეგმავენ.

მათი პოზიცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მათ მერიამ მოთხოვნილი 5000-ლარიანი კომპენსაციის ნაცვლად, 3000-ლარიანი ერთჯერადი დახმარება შესთავაზა.

დაზარალებულები უარს ამბობენ ამ თანხის აღებაზე, რადგან, მათი თქმით, 3000 ლარი მათ რეალურად ვერაფერში დაეხმარება.  დაზარალებულების მოთხოვნაა, რომ პირველ ეტაპზე, მინიმუმ, 5 000 ლარით მოხდეს მათი კომპენსირება.

ამ მოთხოვნით ისნი დღეს, 14:00 საათზე აქციას მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართავენ, ხვალ,14:00 საათზე კი – პარლამენტთან.

იტვირთბა....