ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როდის აღუდგება დიდუბის რაიონის ნაწილს გაზის მიწოდება

დიდუბის რაიონის ნაწილს დღეს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება, ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილსში“ აცხადებენ.

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 24 მარტს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება დიდუბის რაიონში, ცაბაძის ქუჩა №1კ, №2კ, №3კ, №4კ და №2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, დავით აღმაშენებლის გამზირი №178-ში მდებარე №18 საჯარო სკოლას და მიმდებარედ არსებულ კომერციულ ობიექტებს. როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, გაზის მიწოდება აღდგება 18:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე.

”შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებელი არ არის”, – აცხადებენ კომპანიაში.

იტვირთბა....