ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპულ ქვეყნებს ფაშისტურად იქამდე მოვიხსენიებ, ვიდრე ამ ქვეყნების ლიდერები დიქტატორს მიწოდებენ”

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ის ევროპულ ქვეყნებს ფაშისტურად იქამდე მოიხსენიებს, ვიდრე მას ამ ქვეყნების ლიდერები დიქტატორს უწოდებენ, – იუწყება თურქული გამოცემა Hurriyet.

„თქვენ თავს უფლებას აძლევთ ერდოღანს დიქტატორი უწოდოთ, მაგრამ ერდოღანს უფლება არ აქვს თქვენ ფაშისტები ან ნაცისტები გიწოდოთ. არავის ეწყინოს, მაგრამ მათ ფაშისტებად იქამდე მოვიხსენიებ, ვიდრე მე დიქტატორად მომიხსენიებენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა Doğan TV-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ ის წუხს იმ განცხადების გამო, რომელიც გერმანიის ახალმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მასთან მიმართებაში გააკეთა.

„გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ჩემთან მიმართებაში განცხადება გააკეთა, თუმცა ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. ვწუხვარ, მისი ამ განცხადების გამო. ნეტა მსგავსი განცხადება არ გაეკეთებინა“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

შეგახსენებთ, რომ  22 მარტს, გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს მოუწოდა, შეწყვიტოს ევროპის ქვეყნების ლიდერების ნაცისტებთან შედარება და ზიანი არ მიაყენოს პარტნიორულ ურთიერთობებს.

„შეწყვიტეთ ეს უაზრო შედარებები ნაცისტებთან, ნუ გაწყვიტავთ იმ ვიწრო ძაფს მათთან, ვისაც თურქეთთან პარტნიორული ურთიერთობები სურს“, – განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

იტვირთბა....