ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონის ტერაქტში სავარაუდო თავდამსხმელი ცნობილია

ლონდონში განხორციელებული ტერაქტის თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია. სკოტლანდ იარდის ინფორმაციით, ის 52 წლის ხალიდ მასუდია, რომელიც ბოლოს, ქვეყნის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქში ცხოვრობდა.

აღსანიშნავია, რომ მასუდი ამ დრომდე ტერორისტებთან კავშირში შემჩნეული არ ყოფილა. თუმცა წარსულში რამდენჯერმე იყო ნასამართლევი იარაღის უკანონოდ ტარებისა და ძალადობრივი აქტების ჩადენის გამო. პოლიციამ მისი სახელი და გვარი მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იტვირთბა....