ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მიწისძვრები ზედიზედ 2 დღეში: დღეს, გამთენიისას 3 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა

დღეს, გამთენიისას მიწისძვრა თბილისიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ წალკაში, სოფელ ფარავანში იყო. 3 მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა. ბიძგები რამდენიმე წუთის ინტერვალით განმეორდა.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე პირველ შემთხვევაში 3,7 მაგნიტუდას, მეორე შემთხვევაში 3 მაგნიტუდას, მესამე შემთხვევაში კი 2,9 მაგნიტუდას შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ ამავე რაიონში დაახლოებით აღნიშნული სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები გუშინაც დაფიქსირდა.

იტვირთბა....