საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი facebook-ზე წერს, რომ 2005 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ამერიკელი PR სპეციალისტი მის წინააღმდეგ იყენებდა.
„მთელი მსოფლიო პრესა აჭრელდა ინფორმაციით, რომ 2005 წელს პუტინმა იქირავა ცნობილი ამერიკელი PR სპეციალისტი პოლ მანაფორტი და მას, სხვა საქმეებთან ერთად, დაავალა ჩემს წინააღმდეგ მუშაობა საქართველოში, რისთვისაც ეს უკანასკნელი, თურმე, ქართულ არასამთავრობოებს იყენებდა. ახლა კი გასაგებია, თუ რატომ გვესხმოდა თავს მაშინ ყველა არასამთავრობო და რატომ არ იღებენ ხმას დღევანდელ მარაზმზე. ფული ბაბაია, დიდი ფული (თან, ჰოი საკვირველებავ, რუსული)”- წერს მიხეილ სააკაშვილი.