ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბელგიაში მამაკაცი ავტომობილით ხალხში შევარდნას ცდილობდა

ინგლისის შემდეგ  მორიგი ტერორისტული აქტი სამართალდამცავებმა აღკვეთეს.  პოლიციამ ბელგიის ჩრდილოეთით, ქალაქ ანტვერპენში მამაკაცი დააკავეს, რომელიც დიდი სისწრაფით მოძრავი ავტომობილით მთავარ საფეხმავლო ბილიკზე შევარდნას ცდილობდა. ბელგიის სამართალდამცავი უწყების ცნობით, ქვეყანაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრდება.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, ანტვერპენის ცენტრში სამართალდამცავებისა და სამხედროების მობილიზება მოხდა.

ბელგიური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებული მამაკაცი წარმოშობით ტუნისელი ფრანგია. ავტომობილში აღმოჩენილია იარაღი და სამხედრო ფორმა. დაკავებული “Citroën”-ის მარკის ავტომობილით მოძრაობდა, რომელსაც ფრანგული ნომრები აქვს.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში სამართალდამცავების მიერ შეიარაღებული მამაკაცის დაკავებას, ქვეყნის პრემიერ მინისტრი გამოეხმაურა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას , უსაფრთხოების სამსახურებმა სამაგალითოდ იმუშავეს, ისინი კვლავ მობილიზებულები რჩებიან“- წერს შარლ მიშელი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, ბელგიაში მოხმდარი ტერორისტული აქტების სერიიდან 22 მარტს ერთი წელი გავიდა. ტერაქტების სერიას 32 ადამიანი ემსხვერპლა.

გუშინ ტერაქტული აქტი მოხდა ლონდონშიც, რომელზეც პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

იტვირთბა....