ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ლონდონის ცათამბჯენიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა

ლონდონში, 41-სართულიან ცათამბჯენ Mary Axe-იდან, რომელსაც “კიტრს” უწოდებენ, მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ინფორმაციას გამოცემა City A.M.-ი ავრცელებს.

ლონდონის სახანძრო სამსახურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო ბრიგადა და სასწრაფო დახმარების 21 თანამშრომელია მობილიზებული.

მედიას წყარომ განუცხადა, რომ ევაკუაციის მიზეზი „გენერატორის ოთახიდან“ გამოსული კვამლი გახდა. თუმცა, როგორც მოგვიანებით სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, კვამლი ტრანსფორმატორმა გამოიწვია და შენობიდან ადამიანები შესაძლო ხანძრის საფრთხის გამო გაიყვანეს. დიდი ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, ეს ფაქტი გუშინდელ ინციდენტს არ უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

იტვირთბა....