ახალი ამბები მთავარი სამართალი

მოსამართლის გადაწყვეტილებით სინოდის წევრები არ დაიკითხებიან

სინოდის წევრები არ დაიკითხებიან. საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, შუამდგომლობის საფუძველი იყო ირაკლი მამალაძის ჩვენებები, რომლებშიც მრავლად არიან მოხსენიებული წმინდა სინოდის წევრები და აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა.

„შუამდგომლობის საფუძველი იყო შემდგომი გარემოება, რომ საქმეში მოწმეების, ამ შემთხვევაში ირაკლი მამალაძის ჩვენებაში მრავლად არიან მოხსენებული წმინდა სინოდის წევრები გარკვეულ დაპირისპირებულ ჯგუფებად.

აქედან გამომდინარე, გვაინტერესებდა რამდენად შეეფერება რეალობას ირაკლი მამალაძის ჩვენება და მოვითხოვეთ წმინდა სინოდის წევრების გამოკითხვა. ეს მოგეხსენებათ არ არის რიგითი საქმე, ეს საქმე ეხება საპატრიარქოს და წმინდა სინოდის წევრებს.

მოსამართლეს გამოყენებული აქვთ საერთაშორისო კონვენციის მუხლები, სისხლის სამართლის კოდექსის მუხლები, რომლებიც ჩვენც გვქონდა გამოყენებული და ამით ვადასტურებდით, რატომ იყო სავალდებულო გამოკითხვა. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, ეს არის შერჩევითი სამართალი.

პროკურატურის ყველა შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო ჩვენი არც ერთი შუამდგომლობა დაკმაყოფილებული არ არის“, – განაცხადა დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

რამიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 24 საათში უნდა გაასაჩივრონ.

იტვირთბა....