ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამთავრობო ქალაქის იდეა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული“

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სამთავრობო ქალაქი გულუას ქუჩაზე აშენდება. გიორგი გახარიას თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა, საჭიროა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება.

“კარგი იქნება, თუ რამდენიმე სამინისტროს ადგილას 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სამთავრობო ქალაქის იდეა ხარჯების ოპტიმიზაციისკენ არის მიმართული. ეს არის ხარჯების ოპტიმიზაციის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება.

მეორე, ჩვენ ტურისტული ქვეყანა ვართ. არის ბევრი სამინისტრო, რომელიც ისეთ ლოკაციაშია განთავსებული, სადაც ჯობს,  5 ვარსკვლავიანი სასტუმრო იყოს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ქალაქისა ეკონომიკასა და ტურისტების მიღებას შეუწყობს ხელს. ამოსავალი წერტილი გახლავთ ხარჯების ოპტიმიზაცია.

იმ შემთხვევაში, თუ გეერგე დაადასტურებს, რომ ეს იქნება საინტერესო, როგორც ეკონომიკურად, ასევე სივრცითი მოწყობის ფარგლებში, ძალიან კარგი იქნება. გეერგე ნიშნავს იდეის შესწავლას. ეს არის კარგი აზრი, რამეთუ არის გარკვეული აუცილებლობა ოპტიმიზირების”,- განაცხადა გახარიამ.

ცნობილია, რომ სამთავრობო ქალაქი ორთჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარედ აშენდება, სადაც, პრაქტიკულად, ყველა სამინისტრო ერთ სივრცეში იქნება. პრემიერის განცხადებით, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი-ბიზნესსახლი. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმინისტრმა განაცხადა.

იტვირთბა....