ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქზე პოსტს დებს, რომელიც ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის სასამართლოს ეხება:
“ლევან როსტოშვილს MDM-ის უკანონო შენახვა შეძენისთვის მიუსაჯეს 8 წელი!
ლაშა კურტანიძეს 5 წელი!
ეს იმ ხელისუფლებამ ქნა, რომელმაც შეიწყალა ბარიგები და მკვლელები.
არავინ ითხოვდა არაფრის მისჯას, მაგრამ 8 წელი??? მკვლელებს არ უსჯით მაგდენს. ეს არის შერჩევითი სამართალი ბატონებო! მეტი არაფერი!”
შეგახსენებთ, ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე 2016 წლის 6 მაისს დააკავეს ნარკოტიკების უკანონო შენახვის და გასაღების ბრალდებით – 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით.