https://www.youtube.com/watch?v=qf04fDRSJck
ლონდონში მომხდარი ტერაქტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ კი 40-ს მიაღწია.
ქალაქში უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. პოლიციის გაძლიერებული კორდონი იცავს პარლამენტს და ბუკინგემის სასახლეს. ვრცელდება პირველი კადრები, რომლებიც ხიდზე უშუალოდ ტერაქტს და შემდეგ ხალხის პანიკას ასახავს.
მთავრობის საგანგებო შეკრება გამართა პრემიერმა ტერეზა მეიმ, სადაც განაცხადა, რომ სიძულვილისა და ბოროტების საშუალებით ბრიტანეთს ვერავინ აიძულებს უკან დახევას.
ლონდონის 22 მარტის ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იუწყება.
“იზადინი დიდი ხანია ცნობილია ხელისუფლებისთვის ტერორიზმში მისი კავშირების გამო“, – წერს გამოცემა.
ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებას მაშინ 35 ადამიანი ემსხვერპლა.