ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქრთამის აღების ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე, “სურსათის ეროვნული სააგენტოს” კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომელი დააკავა.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ქრთამის სანაცვლოდ, არ განახორციელა მასზე დაკისრებული მოვალეობა, კერძოდ, ცხოველის საკვები უვნებლობის, ჰიგიენური და ვეტერინალურ – სანიტარული მოთხოვნებისა და წესების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლი და მოქალაქეზე  ყალბი ვეტერინარული მოწმობები (ფორმა #2) გასცა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 6 -დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

იტვირთბა....