თბილისის ზოგიერთ რაიონს, დღეს, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
როგორც კომპანია „თელასში“ აცხადებენ, ნაძალადევის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის, თოდრიას, გორდის და ზედაზენის ქუჩების მცხოვრებლებს. ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორბეთის, კლდეკარის, სამღერეთის, წერონისის, ლაითურის, სუვოროვის, ზედაზენის, ჟღენტის და ნაქალაქევის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, იერუსალიმის მოედნის, კოტე აფხაზის, ხანძთელის, იერუსალიმის, აბოვიანის და ბერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, 15:30 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის, ლვოვის, კანდელაკის, ტაშკენტის, ვაზისუბნის, ონიაშვილის და დელისის ქუჩების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.