ლონდონში განხორციელებულ ტერაქტს მსოფლიო ლიდერები გამოეხმაურნენ. ოფიციალური ლონდონს უამრავი ქვეყანა უსამძიმრებს.
მომხდარის შესახებ მწუხარება გამოხატეს საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების ლიდერებმა. ტერეზა მეის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპაც დაურეკა. მწუხარება გამოთქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმაც, მან ტერეზა მეის მხარდაჭერა აღუთქვა.
მომხდარი დაგმო გარდაცვლილთა ხსოვნისადმი პატიცისცემის ნიშნად პარიზში ეიფელის კოშკი ჩააქრეს.
ანგელა მერკელმა და იაპონიის პრემიერმა შინზო აბემაც მომხდარი დაგმეს და მსოფლიოს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისკენ მოუწოდეს.
ლონდონის 22 მარტის ტერაქტი აბუ იზადინმა ჩაიდინა, რომელმაც ტერორისტულ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით გარკვეული პერიოდი ციხეში უკვე გაატარა. ამის შესახებ „ინდეფენდენტი“ იუწყება.
“იზადინი დიდი ხანია ცნობილია ხელისუფლებისთვის ტერორიზმში მისი კავშირების გამო“, – წერს გამოცემა.
ლონდონის ტერაქტი გასული წლის ბრიუსელის ტერაქტის თარიღს დაემთხვა, რომელზეც პასუხისმგებლობა მაშინ ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებას მაშინ 35 ადამიანი ემსხვერპლა.
დღევანდელი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილია 4 და დაშავებულია 20 ადამიანი. გარდაცვლილთა შორისაა პოლიციელი, რომელიც თავდამსხმელმა ცივი იარაღით დაჭრა.