ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა, სულ მცირე, ათი კი დაშავდა.
შემთხვევა დიდი ბრიტანეთის პარლამენტთან მოხდა. ვესტმინტერის ხიდზე ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანით ჯერ ხალხს გადაუარა, შემდეგ ავტომობილით სასახლის ღობეს შეეჯახა, პარლამენტის ეზოში შეიჭრა და პოლიციელი დანით დაჭრა.
მომხდარიდან მალევე, სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახერხეს. ლონდონის პარლამენტთან მომხდარს ადგილობრივი პოლიცია ტერორისტულ აქტად აფასებს.
ლონდონის მასშტაბით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული.