ახალი ამბები მთავარი სამართალი

აზერბაიჯანელებმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის საშიში დამნაშავე დააკავეს

აზერბაიჯანული  მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანელებმა საქართველოს საზღვარზე საშიში დამნაშავე დააკავეს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საზღვრის გადალახვას ცდილობდა.

შემთხვევა საქართველოსთან მოსაზღვრე, აღსტაფას რაიონის სოფელ სადიქლიში  მოხდა.  როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იტყობინება, 1987 წელს დაბადებული ელგიუნ ისმაილ-ნაჯატი ქვეყნის დატოვებას სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით აპირებდა, ის მესაზღვრეების გაფრთხილებას არ დაემორჩილა და ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა ის მაინც დაკავეს.

საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ელგიუნ ისმაილ-ნაჯატი მძიმე დანაშაულის გამო საერთაშორისო ძებნაში იმყოფება.

იტვირთბა....