მოსკოვში არალაგალების წინააღმდეგ მასშტაბური რეიდების ჩატარება იგეგმება. ამ მიზნით პოლიციელები პირველ მაისამდე ოფისებს, სახლებსა და მაღაზიებს შეამოწმებენ.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამ ჯერზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ყირგიზებს, უზბეკებს, უკრაინელებსა და ჩინელებს.
რეიდებში მონაწილეობას მიიღებენ როსგვარდიისა და უბნის რწმუნებულების წარმომადგენლები. მსგავსი რეიდები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 9 რუსი ჯაშუში დააკავა.