ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა„

დღეს დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლოზე  ბრალდებულ ბექა შენგელიას ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკავების დღიდან ფსიქიატრიულ განყოფილებაშია.  ადვოკატი ამბობს, რომ ბექა შენგელია შეურაცხადია, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ლალი ბიწოშვილის თქმით, ექსპერტიზის ბიურომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არასრულყოფილი დასკვნა დადო. დღევანდელ პროცესზე სახელმწიფო ბრალდება იმ გამომძიებელს კითხვას, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობდა.

მოწმის დაკითხვის შემდეგ აუდიო-ვიდეო მასალებს გამოიკვლევენ. საუბარია გამოძიების ეტაპზე მოპოვებულ ვიდეომასალებზე, სადაც ბრალდებულების გადაადგილებაა ასახული. სხდომას ორივე ბრალდებული, ბექა შენგელია და ირმა ყოჩიაშვილი ესწრებიან.

სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

იტვირთბა....