ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირებმა მთავრობას უმუშევრებისთვის ფულადი შემწეობის დანიშვნის ინიციატივით მიმართეს

პროფკავშირებმა საქართველოს მთავრობას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფულადი შემწეობის დანიშვნის ინიციატივით მიმართა. ამის შესახებ პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ჩანადირმა “პირველს” განუცხადა. მისი თქმით, მათ მთავრობას აღნიშნული მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, და ასევე კანონპროექტი წარუდგინეს პარლამენტს.

“ჩვენ რამდენჯერმე მივმართეთ მთავრობას, თავისი დასაბუთებით, კანონპროექტის აღწერით. გასულ წელსაც გვქონდა საუბარი, რომ შეეტანათ სამოქმედო გეგმაში ეს მოთხოვნა. არსებობს ადამიანის უფლებების სამოქმედო გეგმა, ორჯერ განახლდა და ორჯერვე მოვითხოვეთ, რომ მასში შეტანილი ყოფილიყო ეს პროექტი, თუმცა ეს არ განხორციელდა. კანონპროექტი ახლაც პარლამენტშია, თუმცა მას ყურადღებას არავინ აქცევს. ჩვენი მოთხოვაამ რომ ახლა მომუშავე ადამიანებს, მინიმუმ, 6-8 თვემდე მიეცეთ ეს თანხა, თუკი ისინი მომავალში დარცებიან უმუსევრდა, ანუ, ეს გულისხმობს, რომ როცა კანონი ძალაში შევა, იმ მომენტში ვინც მუშაობს, მათ გარკვეული თანხა მიეცემათ და არა სრულიად უმუშევრებს. დასაქმებული ადამიანები ისედაც იხდიან 20%-ს საშემოსავლო გადასახადს და მისგან უამრავი რამ ფინანსდება ქვეყანაში, თუმცა არ ფინანსდება უმუშევარი ადამიანების შემწეობა. მათ აქვთ უფლება მოითხოვონ, რომ მათ ჰქონდეთ უმუშევრობის შემწეობა”,-განაცხადა გოჩა ალექსანდრიამ.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებაში მსგავსი მიმართვა არ შესულა.

იტვირთბა....