ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
„შენი სამშობლო ეს არის!
საქართველო, რომელმაც კაცობრიობა და მთელი საყარო შეცვალა!
დიახ, დღეს უკვე სადავოც აღარ არის და მეცნიერულადაც დამტკიცებულია, რომ ქართველებმა (პროტოქართველებმა) კაცობრიობას მისცეს სულ ცოტა, ხუთი რამ, რამაც მთელი სამყარო შეცვალა!
1. საქართველო – უძველეს ევროპელთა სამშობლოა!
დიახ, ფრანგები თუ გერმანელები, იტალიელები თუ ბრიტანელები 1,8 მილიონი წლის წინათ მცხოვრები ,,Homo Georgicus”-ად მონათლულ უძველეს ევროპელთა – ზეზვას და მზიას შთამომავლები არიან!
2. საქართველო – ძაფის უძველესი სამშობლოა!
დიახ, 34 ათასი წლის ( ანუ 340 საუკუნის!) წინათ, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზე – დასავლეთ საქართველოში დაიწნა პირველი ძაფი!
3. საქართველო – ღვინის უძველესი სამშობლოა!
დიახ, სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი 8 ათასი წლის წინანდელი ქვევრი, ყურძნის წიპწებით!
ამიტომაც არის, რომ გაერო-მ (იუნესკო-მ) ქართული ქვევრი და ღვინის წარმოება კაცობრიობის არამატერიალურ მემკვიდრეობად აღიარა!
4. საქართველო – ოქროს წარმოების უძველესი სამშობლოა!
დიახ, ეს არა მხოლოდ არგონავტებისა და ,,ოქროს საწმისის” საყოველთაოდ ცნობილი უძველესი მითით, არამედ, თბილისის მახლობლად, საყდრისთან აღმოჩენილი 6 ათასი წლის წინანდელი (ანუ ძველეგვიპტურ საბადოებზე ხნიერი) ოქროს საბადოთი და უძველესი ხელსაწყოებით დასტურდება!
5. საქართველო – მეტალურგიის უძველესი სამშობლოა!
დიახ, საქართველოში აღმოჩენილი უძველესი არტეფაქტების გარდა, ამას თვით ბიბლიაც კი ადასტურებს – სწორედ, წმინდა წიგნში წერია, რომ უძველესი მეტალურგები – თუბალები (თაბალები) … ანუ პროტოქართველები იყნენ!
გარდა ამისა, ძველბერძნულ ენაში – პროტოქართველ ხალიბთა (ხალდეველ-ქალდეველთა) ტომის სახელი – „ხალიუფს” ითარგმნება, როგორც -,,რკინა”!
ანუ სწორედ, პროტოქართული ცივილიზაციიდან გავრცელდა მეტალურგია და რკინის იარაღი ასირიაში, მესოპოტამიასა თუ ძველ საბერძნეთში…
და გამორიცხული არ არის, სულ მალე ამ ,,ბრწყინვალე ხუთეულს” კიდევ ერთი შეემატოს და საქართველო – თაფლის უძველეს სამშობლოდაც აღიარონ! არქეოლოგებმა ბორჯომის მახლობლად აღმოაჩინეს 5,5 ათასი წლის წინანდელი თაფლის ჭურჭელი!ეს კი, 2 ათასი წლით ძველი თაფლია, რომელიც ეგვიპტეში, თვით ტუტანხამონის სამარხშია აღმოჩენილი! იმ ტუტანხამონისა, რომელსაც, შვეიცარიელი გენეტიკოსების დასკვნით, კავკასიური გენები აქვს… ისევე როგორც, თანამედროვე ევროპელთა 50-70 პროცენტს!.. ხოლო კავკასიაში ვინც შექმნა ერთადერთი და უძველესი ცივილიზაცია, უკვე მოგახსენეთ!
აი, ამიტომაც უნდა ვიამაყოთ ჩვენი დასაბამისმიერი უძველესი კულტურითა და მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ქართული ცივილიზაციით!
აი, ამიტომაც უნდა გადავარჩინოთ ჩვენი უნიკალური, თვითმყოფადი სამშობლო, ტრადიციები, ჯიში და ჯილაგი! რადგანაც რომ არა ქართული გენი და გენია, ვინ იცის, საერთოდ, როგორ განვითარდებოდა და საერთოდ, რანაირად იარსებებდა კაცობრიობის ცივილიზაცია!”, – წერს გიგაური.