ე.წ. ციანიდის საქმეზე „ოქროს მოწმედ“ მონათლული ირაკლი მამალაძე გურიანიუსთან მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ ვიდეოების შემდეგ რაღაცეები აღიდგინა და პროკურატურას უკვე მეორედ მისცა ჩვენება.
მან მის ახალ ჩვენებაში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილი და პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი დაასახელა.
„მე ის ვიცი მხოლოდ, რომ ოხანაშვილი მთლიანად ჩართული იყო ამ საქმეებში და მამა გიორგისთან ერთად მოქმედებდა“. – განაცხადა მამალაძემ.
მისი თქმით, სოსო ოხანაშვილს თანამდებობა მეუფე დიმიტრის წყალობით ეკავა და გარკვეულ დონეზე ისინი აკონტროლებდნენ სიტუაციას.
შეგახსენებთ, დაკავებულია დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც ბრალად ედება მკვლელობის მომზადება. საქმეში ფიგურირებს ციანიდი, რომელიც გამოძიების თქმით, მას აეროპორტში მაშინ აღმოუჩინეს, როცა ის პატრიარქთან კლინიკაში, გერმანიაში მიფრინავდა.