ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის ცემის საქმეზე ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 3100-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა.

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა რამდენიმე გარემოებით, მათ შორის რატი გაჩეჩილაძის მხირდან ბრალის აღიარებით და იმით, რომ ის აქამდე ნასამართლევი არ ყოფილა. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ისინი სასჯელის ადეკვატურ ოდენობად 2000 ლარს ასახელებდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას სასჯელის პროპორციულად მიიჩენევენ.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი თბილისის ერთ-ერთ რესტორანში 7 იანვარს მოხდა. რატი გაჩეჩილაძეს კი ბრალი სასამართლომ 9 იანვარს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ძალადობას გულისხმობს.

იტვირთბა....