აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანში ირანის საელჩო ნახჭევანთან სამხედრო ტექნიკის მობილიზების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს

აზერბაიჯანში ირანის საელჩო ნახჭევანთან სამხედრო ტექნიკის მობილიზების შესახებ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. აზერბაიჯანული მედიის თანახმად, ბოლო დროს სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით კი პლატფორმა „ტიკტოკ“-ზე, ვრცელდება კადრები, რომლებშიც ნათქვამია, რომ ირანი აზერბაიჯანის ნახჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან საზღვარზე მძიმე სამხედრო ტექნიკას აგროვებს.

აზერბაიჯანში ირანის საელჩომ, აზერბაიჯანის მედიის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება შეუძლებელია, რადგან უცნობია კადრების გადაღების ზუსტი დრო და ადგილი. თუმცა, საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ ირანისთვის, როგორც სამხედრო აგრესიისგან თავის დამცველი ქვეყნისთვის, სრულიად ბუნებრივია საჭირო მოსამზადებელი ზომების მიღება.

საელჩომ რეკომენდაცია გასცა, თავი შეიკავონ ყოველგვარი უსაფუძვლო სიახლეებისა და მასალების გავრცელებისგან, ასევე მათი ისეთი ინტერპრეტაციისგან, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს.

იტვირთბა....