ხვდებით რა შარში ვართ? გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე – განცხადებას ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი აკეთებს.
მიხეილ სააკაშვილი, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკასა და დიპლომატიურ ნაბიჯებს ციხიდან მწვავედ აკრიტიკებს.
სააკაშვილის განცხადებით, ბიძიინა ივანიშვილის და მისი გუნდის ქმედებებმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, რამაც საქართველო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, რუსეთის წინაშე სრულიად დაუცველი დატოვა.
მესამე პრეზიდენტი საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, სააკაშვილის შეფასებით, აშშ-სთან ურთიერთობების გაუმჯობესება იმის გამოა შეუძლებელი, რომ ვაშინგტონი „საქართველოს შესაძლებლობებს აღემატებულ“ პირობებს ითხოვს.
ივანიშვილის საგარეო მინისტრმა გამოგვიცხადა, რომ ამერიკასთან არანაირი გაუმჯობესება არ იქნება იმიტომ, რომ თურმე, ისინი ითხოვენ იმას “რაც საქართველოს შესაძლებლობებს აღემატება”.
რას ითხოვს ამერიკა და რა “აღემატება საქართველოს შესაძლებლობებს “?
ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს სამ რამეს – ყველა პოლიტიკური ტყვის გაშვებას, ნორმალური დემოკრატიული პროცესის აღდგენას, ირანთან ვაჭრობის შეზღუდვას და რუსეთისთვის სანქციების ავლაში, არ დახმარებას.
გამაოგნებელია, მაგრამ იმავე დღეს ამ ივანიშვილის მინისტრის რუსებთან მივლენილმა მოადგილემ, ზურაბაშვილმა, გამოგვიცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები მთლიანად ჩაიშალა. ამის შემდეგ ქოცების მესიჯები აიჭრა და სრულ პანიკაში არიან, იმ დონემდე, რომ რუსებს დიფ-სტეიტთან კავშირს აბრალებენ.
ანუ ხვდებით რა შარში ვართ?
გავეშებული რუსეთის პირისპირ სრულიად დაუცველი დავრჩით მთლიანად, ამერიკის და ევროპის მხარდაჭერის გარეშე.
ხოდა იმათ გასაგონად, ვინც დღემდე ივანიშვილზე იძახის “აბა რა ქნას ამ კაცმაო”. მართლაც მეტი რაღა უნდა ქნას, ყველაფერი მოსპო. უნდა შევაჩეროთ!”- წერს სააკაშვილი.

