იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გაგუას კლინიკის თანამშრომლებს სოციალური ქსელიდან მადლობას უხდის:
„მერის და ჩვენი, მშობლების სახელით დიდ მადლობას ვუხდი ბატონ დავითს და დავით გაგუას კლინიკის თითოეულ თანამშრომელს, რომლებმაც პირველი საათები და დღეები გაგვინათეს და გაგვიადვილეს. მერი კი ყველას მადლობას უხდის, ვინც მას დაბადება მოულოცა! 3 კილო, 49 სმ“, – წერს თეა წულუკიანი.
თეა წულუკიანს და მის მეუღლეს გოგონა 18 მარტს შეეძინათ.