საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა დღეს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. მარნეულში საზეიმო ღონსიძიებები მიმდინარეობს, სადაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმყოფება. მან მარნეულში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა.
„მე მინდა მივულოცო ჩვენს ყველა თანამემამულეს, ვინც ზეიმობს ნოვრუზ ბაირამს და ვუსურვო საუკეთესო. სულ რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ბაქოდან და მინდა, ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსაც იმ დიდი სიყვარულით მივულოცო ეს დღე, რომლითაც ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ქვემო ქართლის გუბერნატორთან ერთად მარნეულში ახალი თანამედროვე სტილის ბიბლიოთეკაც გახსნა.
მარნეულში პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსაც ელოდებიან. რუსთაველის ქუჩაზე ქართველი და აზერბაიჯანელი შემსრულებლების მონაწილეობით კონცერტი მიმდინარეობს.