ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს“

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის” ლიდერი თამაზ მეჭიაური გაზეთ „ვერსიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყნის ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„ფაქტია, მისი გავლენა ძალიან ძლიერია. მან მოიყვანა სათავეში ხელისუფლება და პრაქტიკულად, ოპოზიციაც _ რაღაც დოზით ნაციონალების აღზევებასაც შეუწყო ხელი. ივანიშვილის დამსახურება დიდია, მის გარეშე შეუძლებელი იყო 9-წლიანი რეჟიმის დანგრევა… თუმცა, სამწუხაროდ, გარეძალების გავლენითა და რესპუბლიკელების მეშვეობით თავსმოხვეული კოჰაბიტაციის გამო ნაციონალების დიდი ნაწილი დაპორტირდა სახელისუფლებო სტრუქტურებში, ამიტომ დიდი შეფერხებით მიმდინარეობს სამართლიანობის აღდგენა, რაც მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. საკადრო შეცდომები იმითაცაა გამოწვეული, რომ ივანიშვილს ცხოვრების ჩაკეტილი წესი აქვს და ინფორმაციას რამდენიმე პირისგან იღებს, რაც არ გამორიცხავს, რომ სუბიექტური ინფორმაცია მიეწოდება.   ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს! პასუხისმგებლობა აიღოს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს“- ამბობს მეჭიაური „ვერსიასთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....