კომპანია “თელასის” ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 21 მარტს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დელისი 3, გაზაფხულის და შალვა ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის და მუხრანის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დაზიანებული აღრიცხვის კვანძის აღდგენის გამო 14:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფეიქართა ქუჩის მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფ. გლდანის, ნუშის და ავშნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნეობის და რეხის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის ზემო პლატოს II მ/რ მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.