ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოშია

საქართველოს პარლამენტში შეხვედრაზე იმყოფებიან ამ წუთებში შვიდი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წევრები. ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები, ირაკლი კობახიძეს ხვდებიან.

„მათ გამოხატეს დიდი მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე, მოგვილოცეს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პოზიტიურად დასრულებული პროცესი და ვიმსჯელეთ თუ როგორ შეიძლება კიდევ უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნების პარლამენტთან,“ – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო ქაცარავამ.

დღესვე, დაგეგმილია შეხვედრა დეპუტატებთან. მოგვიანებით სტუმრებს მიიღებენ საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი.

გუშინ დელეგაციის წევრები გორში იმყოფებოდნენ. მოინახულეს საოკუპაციო ზოლიც. სამდღიანი ვიზიტი ხვალ დასრულდება.

იტვირთბა....