ახალი ამბები საზოგადოება

რუსთავი, თბილისი, გორი: საქართველოში ქარმა ქალაქებს ზიანი მიაყენა

ძლიერმა ქარმა თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში საგრძნობი ზიანი მიაყენა მოსახლეობას. ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე სარეკლამო ბანერი მოგლიჯა. ვერის ბაღის შესასვლელთან ერთ-ერთი შენობის კედელზე არსებული ბანერი ქარმა დააზიანა და კომპანიის წარმომადგენლებმა ის ჩამოხსნეს.
დაზიანებული ბანერი ტერიტორიიდან უკვე გაიტანეს.

ძლიერმა ქარმა ასევე გორში რამდენიმე შენობა დააზიანა. ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ადგილზემუშაობდნენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.
ქარმა ასევე დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც.

ყველაზე დიდი ზიანი მიადგა რუსთავს. ძლიერმა ქარმა რუსთავში საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა. ქარმა სახურავები დააზიანა რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე, რის გამოც ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი.
ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.
ადგილზე მივიდა რუსთავის მერი დავით ჯიქია. ასევე დაზიანდა რამდენიმე ავტომობილიც.

„ძლიერმა ქარმა რუსთავში გარკვეული პრობლემები შექმნა. ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მაიაკოვსკის ქუჩაზე, სადაც ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი პრაქტიკულად მთლიანად გადახადა. ქარმა რამდენიმე მისამართზე მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძი. მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს დაითვლის და ამის შემდეგ დავიწყებთ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციას”, – განაცხადა რუსთავის მერმა დავით ჯიქიამ.

იტვირთბა....