გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს ქარის სიჩქარე წესით უნდა შესუსტდეს და ტემპერატურა გაიზარდოს. დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა, ხოლო მაღალმთიან რაიონებში თოვლი.
“მეტეროლოგიური სადგურებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, დაფიქსირდა ქარის სიჩქარე: გორში 28მ/წმ, თბილისის ვაშიჯვრის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემით – 24 მ/წმ, თბილისის აეროპორტის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ შეადგინა – 32 მ/წმ, რაც არსებული კლასიფიკაციით, გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. მარნეულში – 19 მ/წმ.; ქობულეთში – 19 მ/წმ,; მთა-საბუეთზე – 23 მ/წმ. დღეს, დღეს ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ – ში იქნება”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
მათი ცნობით, 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
იტვირთბა....