ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

უსუფაშვილი პრეზიდენტთან პოლიტიკურ თანამშრომლობას არ გამორიცხავს

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით,  გამორიცხული არ არის, რომ  მას და პრეზიდენტს შორის სამომავლოდ თანამშრომლობა შედგეს. მისი თქმით, ამ კუთხით გამორიცხული არაფერი არ არის და ამას მომავალი აჩვენებს.

როგორც უსუფაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, თუ გიორგი მარგველაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ფიქრობს, ამით არც კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, არც პოლიტიკურ სისტემას და არც საზოგადოებრივ მორალს.

”რაც შეეხება პირადად ჩემი და გიორგი მარგველაშვილის ურთიერთობას, იგი 20 წელზე მეტია იყო და რჩება საქმიანი, თავისუფალი, სათანამშრომლო და კეთილგანწყობილი და დარწმუნებული ვარ, ასევე დარჩება. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს.

ის კი შემიძლია გავიხსენო, რომ ამ ხნის განმავლობაში ორჯერ უშედეგოდ ვცადე მისი დაყოლიება ჯერ 2006 წლის ადგილობრივ და შემდეგ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, ხოლო, როცა გადადგა ასეთი ნაბიჯი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, შევიტყვე უკვე მიღებული გადაწყვეტილება. ასე რომ, ჯერ არ არსებობს ჩვენ მიერ საარჩევნო გადაწყვეტილების ერთად მიღების პრეცედენტი”, – აღნიშნა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

იტვირთბა....