საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები სტუმრობენ.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცე-სპიკერებს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, თამარ ჩუგოშვილთან, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან და ფრაქციების წარმომადგენლებთან.
სტუმრები შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
საქართველოს დანიის პარლამენტის (ფოლკეტინგი) თავმჯდომარე პია კარსგაარდი, ესტონეთის პარლამენტის (რიგიკოგუ) თავმჯდომარე ეიკი ნესტორი,ლატვიის სეიმის თავმჯდომარე ინარა მურნიეცე, ლიტვის სეიმის თავმჯდომარე ვიქტორას პრანცკიეტისი, ნორვეგიის პარლამენტის (სტორტინგი) თავმჯდომარე ოლემიკ ტომესენი, ასევე, ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არტო სატონენი და ისლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სტეინგრიმურ სიგფუსონი ეწვევიან. შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მარტინა ქვიქი წარმოადგენს.
იტვირთბა....