ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო დაკავებულ 9 პირს, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვნიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ პირებს წინასწარი პატიმრობა მიესაჯათ.