პარლამენტის შენობასთან სავაჭრო ცენტრ “ბავშვთა სამყაროში” მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. დაზარალებულები კვლავ კომპენსაციას და საბანკო ვალდებულების შეჩერებას ითხოვენ.
კომპენსაციის მოთხოვნით მოვაჭრეები ორ კვირაზე მეტია შიმშილობენ და ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ. წუხელ დაზარალებულთა ნაწილმა ღამე მთავრობის ადმინისტრაციასთან, ღია ცის ქვეშ გაატარა.