ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას გეგმავენ

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლას გეგმავენ. დაზარალებულმა მოვაჭრეებმა თბილისის მერიიდან მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი ზარალის სრულად ანაზღაურებას ითხოვენ, ხოლო ზარალის ანაზღაურებამდე – კომპენსაციების მიღებას.

მოვაჭრეებმა თავდაპირველად კარვების გაშლის ნებართვას მერიისგან ითხოვდნენ, თუმცა უპასუხოდ დარჩენის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ კარვები ნებართვის გარეშე გაშალონ.

დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ თბილისის მერია არ არის ის უწყება, რომელიც კარვების გასაშლელად რაიმე ოფიციალურ ნებართვას გასცემს.

 

იტვირთბა....