ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი: “მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებით ვიმოქმედო”

 

ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას, რომელიც მთავრობაში შესაძლო საკადრო გადაადგილებებს ეხებოდა ასე უპასუხა:

“გუნდში, ამ თემების განხილვა არ ყოფილა.
თქვენ შეგიძლიათ დაუსვათ ეს კითხვა გიორგი კვირიკაშვილს, თუმცა გულწრფელად გიმეორებთ, გუნდში, ამ თემების განხილვა არ ყოფილა”, – განაცხადა კალაძემ.
მინისტრმა გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმულ კითხვასაც უპასუხა, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის თემას ეხება, სადაც ნარმანია შესაძლოა კალაძემ შეცვალოს:

“გუნდში არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა მზად ვარ გუნდის გადაწყვეტილებით ვიმოქმედო. შეიძლება ეს საკითხი წამოიწიოს და მე ვიქნები პირველი, ვინც ამას თქვენ გაგიმხელთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....