ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კახი კალაძე: ვფიქრობ, გიორგი მარგველაშვილს სურს ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს

 

ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გადაცემა „რეაქციაში“ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ
კონსტიტუციის თემატიკა აღნიშნული კამპანიის საბაბად იქნა გამოყენებული:

„მე ვფიქრობ რომ მას სურს ახალ პოლიტიკურ ერთეულად დაფიქსირდეს, და ამის კამპანია აქვს წამოწყებული. რაც შეეხება კონსტიტუციას, მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ მისი მრჩევლების მხრიდან იქნა გამოყენებული როგორც ასეთი კამპანიის საბაბად”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს კალაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ვიცე-პრემიერმა შემდეგნაირად უპასუხა – „შემიძლია ახლავე გითხრათ, რომ არა! მე არ ვაპირებ პენსიაზე გასვლას”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....