ბათუმში 11 მარტს მომხდარ არეულობაში მონაწილეობისთვის კიდევ 8 პირი დააკავეს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებული. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, თუმცა საუბარია მასობრივი არეულობისა და პოლიციელებისადმი თავდასხმის საქმეზე.
სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე პრიმა და 225–ე მუხლებით არის აღძრული.
აღნიშნული ბრალდებით 6 პირია დაკავებული. სასამართლომ მათ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.