საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად რამდენიმე დღეში ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ევროპის ქვეყნების მიმართულებით ავიაბილეთების ფასმა უკვე საგრძნობლად მოიმატა. ასევე გაზრდილია ავიაბილეთებზე მოთხოვნილება. მაგალითისთვის, თუ აქამდე ქუთაისიდან ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბილეთი 160 ლარად იყიდებოდა, ახლა უკვე ბილეთის ფასმა 500 ლარს გადააჭარბა.
ტურისტული სააგენტოების ცნობით, მოთხოვნა გაზრდილია საფრანგეთის მიმართულებით. როგორც ისინი მოქალაქეებს ურჩევენ, სეზონის მოახლოებასთან ერთად ფასები ისედაც გაიზრდება და წინასწარ შეიძინონ ბილეთები.
წყარო: “TV პირველი”