2016 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ანაზღაურება 1065 ლარს შეადგენდა. საქართველოში დაქირავებით დასაქმებული ქალის საშუალო თვიური ხელფასი აღნიშნულ პერიოდში 795 ლარი იყო, კაცის კი 311 ლარით მეტი – 1306 ლარი.
ქალის ანაზღაურება კაცისას ყველა სფეროში ჩამორჩება:
სოფლის მეურნეობა – ქალის საშუალო თვიური ანაზღაურება 559 ლარი; კაცის – 691 ლარი
თევზჭერა – ქალი -719 ლარი; კაცი – 1147 ლარი
სამთომოპოვებითი მრეწველობა – ქალი – 1333 ლარი; კაცი – 1327 ლარი
დამამუშავებელი მრეწველობა – ქალი – 623 ლარი; კაცი – 1062 ლარი
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება – 1313 ლარი
მშენებლობა – ქალი – 1122 ლარი; კაცი – 1242 ლარი
ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი – ქალი – 701 ლარი; კაცი – 1221 ლარი
სასტუმროები და რესტორნები – ქალი – 742 ლარი; კაცი – 1141 ლარი
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა – ქალი – 1161 ლარი; კაცი – 1409 ლარი
საფინანსო საქმიანობა – ქალი – 1305 ლარი; კაცი – 3115 ლარი
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა – ქალი – 1130 ლარი; კაცი – 1508 ლარი
სახელმწიფო მმართველობა – ქალი – 1024 ლარი; კაცი – 1313 ლარი
განათლება – ქალი – 564 ლარი; კაცი – 680 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება – ქალი – 873 ლარი; კაცი – 1293 ლარი
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა – ქალი – 769 ლარი; კაცი – 974 ლარი.
ინფორმაციას სააგენტო “ბიზნესკონტრაქტი” საქსტატის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.