საზოგადოება

“ყველაზე კრიზისულ პერიოდებში არ მიუტოვებია ეს არხი…”: დავით კიკალიშვილი დიმა ობოლაძის მიერ “რუსთავი 2”-ის დატოვებაზე

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან დიმა ობოლაძის „იმედში“ გადასვლას “რუსთავი 2”-ის ასევე ყოფილი წამყვანი დავით კიკალიშვილი  ეხმაურება:

„დიმა ობოლაძე კაი ადამიანი მეგობარი და თავისი საქმის მოყვარულია. „რუსთავი 2“ თან ერთად ბევრი რამ გადახდომია და ყველაზე კრიზისულ პერიოდებში არ მიუტოვებია ეს არხი. მის გადაწყვეტილებას თავისი მიზეზები ექნებოდა. ასე რომ ვინც მას არ იცნობთ მოერიდეთ ნაჩქარევ განსჯას და აჯობებს უფრო მნიშვნელოვანი თემებით დაკავდეთ!!!“- წერს კიკალიშვილი.

როგორც დიმა ობოლაძემ “მეტრონომს” განუცხადა, “რუსთავი 2”-იდან “იმედში” უკეთესი შეთავაზების გამო გადავიდა.

იტვირთბა....