ზუგდიდში რუსთაველის ქუჩაზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ”ლენდო” დააყაჩაღეს. წინასწარი ინფორმაციით, თავდამსხმელი ერთი ადამიანი იყო. წაღებულია დაახლოებით 5 000 ლარი.
თანამშრომლების განცხადებით, უცნობი პირი მათთან შეიარაღებული მივიდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სათამაშო იარაღი ჰქონდა. შინაგან საქმეთ სამინისტროში აცხადებენ, რომ დამნაშავის დასაკავებლად სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით ყაჩაღობის ბრალდებით მიმდინარეობს.