ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„განიხილება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი ანუ კომპლექსური არჩევის წესიც“

მმართველი გუნდი პრეზიდენტის არჩევის წესზე აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, განიხილება პრეზიდენტის არჩევის არაპირდაპირი ანუ კომპლექსური არჩევის წესიც.

“დღეს ვახტანგ ხმალაძისგან იყოს შემოთავაზება არაპირდაპირი წესის განხვავებულ ვერსიაზე – ერთი გზა არის, რომ პარლამენტმა აირჩიოს პრეზიდენტი და მეორე გზა არის ის, რომ იყოს გარკვეული კომბინაცია.

მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს, კოლეგიური ორგანოების მონაწილეობით გარკვეული ორეტაპიანი არჩევის წესი იყოს. ამ წესით, პრეზიდენტს არამხოლოდ პარლამენტი, არამედ თვითმმართველობების წარმომადგენლებიც ირჩევდნენ”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. უმრავლესობის წევრი ამ ინიციატივის მხარდაჭერას არ გამორიცხავს.

ხმალაძის წინადადების მიხედვით, კოლეგიური ორგანო უნდა დაკომპლექტდეს პარლამენტის 150 წევრისგან და 150 დელეგატისაგან, რომლებსაც აფხაზეთისა და აჭარის უმაღლესი საბჭოები და საკრებულოთა გაერთიანებები აირჩევენ იმ პროპორციით, როგორი პროპორციითაც ამ საკრებულოებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტია იქნება წარმოდგენილი.

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მორიგი შეხვედრაზე პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი პრეზიდენტის უფლებამოსილების განსაზღვრაზე და არჩევის წესზე იმსჯელეს.

იტვირთბა....