ახალი ამბები მთავარი სამართალი

ესპანეთში ე.წ „ქართული მაფიის“ წევრები დააკავეს

ესპანეთის მედიის ინფორმაციით, ქვეყნის  ეროვნულმა პოლიციამ საქართველოს 48 მოქალაქე დააკავა, რომლებიც  ე.წ “ქართული მაფიის” წევრები არიან.

მათივე ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში ჩატარდა, 600-მდე საიუველირო ნაკეთობა ამოიღეს.

ესპანეთის პოლიციის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ დაკავებულებს ბრალი ედებათ ბინებისა და სახლების გატეხვასა და გაძარცვაში ქვეყნის მასშტაბით.

“პოლიციის აგენტებმა განხორციელებული ოპერაციის ფარგლებში უამრავი საიუველირო ნაკეთობა, ელექტრონული მოწყობილობები, 13.000 ევრო და ბინების გასატეხი ინსტრუმენტები ამოიღეს”, – წერს ესპანური ABC.

ესპანეთის პოლიციის ცნობით, აღნიშნული ოპერაციისა და განხორციელებული დაკავებების შედეგად 40-მდე საქმე გახსნეს.

იტვირთბა....