თბილისში, სვანეთის უბანში ხანძარია. პეტრე ბაგრატიონის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის სხვენი იწვის. ადგილზე შვიდი სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული.
როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და ჩაქრობითი სამუშაოები მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნავენ, ხანძრის გავრცელების საშიშროება უკვე არ არსებობს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

